საქართველოს პრეზიდენტი გლობალური მშვიდობის სამიტს ესწრება – სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოსა და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინასა და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება. პრეზიდენტის ვიზიტს ეხმაურებიან პოლიტიკოსები.