თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციონერი წევრები მოთხოვენ, საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას. საკრებულოს წევრების განცხადებით, მათი მოთხოვნა რამდენიმე ქალის მიერ შალვა რამიშვილის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებს ეხება.
ოპოზიციონერების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გენდერული თანასწორობის საბჭო საკითხზე საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები განიხილავენ აღნიშნული საბჭოს დატოვებას.