კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე ვითარება სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის ღირებულებაზეც აისახება. ფასების საკონტროლებლად და ზრდის შესაჩერებლად, მთავრობამ პრევენციული ზომების მიღება დაიწყო.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს პრემიერისგან კონკრეტული დავალება მიიღო. უწყებათაშორისი კომისია ქვეყანაში სასურსათო პროდუქციის დეფიციტსაც გამორიცხავს და უახლოეს დღეებში არსებული მარაგების ახალი პროდუქტებით შევსებას აანონსებს. პარალელურად, მთავრობის ეკონომიკური გუნდი შიდა წარმოების წასახალისებლად და გასააქტიურებლად კონკრეტული პროექტების წარდგენას გეგმავს.
სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა, მსოფლიო პანდემიის ფონზე რა გამოწვევები აქვს საქართველოს – დავიწყოთ საუბარი იმ გამოწვევით, რასაც იზოლაციაში მყოფი პირების მხრიდან წესების დარღვევა ქმნის. მოძებნეს თუ არა ის პირი, რომელიც იზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა?