ნათია თურნავამ მსხვილ საინვესტიციო ფორუმში, სახელწოდებით – დაგროვებითი ქონების მართვა, მიიღო მონაწილეობა. ფორუმს 100-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი მოწვეული სტუმარი დაესწრო. ნათია თურნავამ საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ უცხოელ საინვესტიციო ბანკირებს ქვეყნის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, საფინანსო სისტემის პარამეტრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო ჩარჩო გააცნო.