საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15 პროცენტით გაიზარდა. ჯამში შეადგინა 19 მილიარდ 626 მილიონი დოლარი. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 11 პროცენტით მოიმატა და 5,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, ხოლო იმპორტის ზრდამ 16 პროცენტი შეადგინა და მისი მთლიანი მოცულობა 14 მილიარდი დოლარია.