საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 მაისს ლონდონი-თბილისის რეისი შესრულდება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. 15 მაისს დაგეგმილია ამსტერდამი-თბილისის რეისი, 18 მაისს – ლარნაკა-თბილისის; 20 მაისს – ათენი-თბილისის; 22 მაისს კი რომი-თბილისის ავიარეისი. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – 10 560 მოქალაქე დაბრუნდა.