საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპს ბაკურიანი მასპინძლობს. დღეს სლალომის შეჯიბრება დიდველის ფერდობზე ჩატარდა. მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს : შეჯიბრებაში 71 სპორტსმენი მონაწილეობდა. გოგონათა შორის ასაკობრივ კატეგორიებში გამარჯვებულები ელენე ჩივაძე, ანი ჩიტაძე და კატო გოცირიძე გახდნენ, ვაჟთა შორის კი ოთარ წულეისკირი, ლუკა ბუჩუკური და ლაშა კურტანიძე.
ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს, სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში მოხვედრაში დაეხმარება. ხვალ კი დიდველის ფერდობზე მოთხილამურეები ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან. ამასთან, 20 იანვარს ,,თოვლის მსოფლიო დღეს“ აღნიშნავს მსოფლიოს თითქმის ყველა სამთოკურორტი. მათ შორის საქართველოს სამთო კურორტებიც.