საჩხერის საკარანტინო სივრცეს ორი მოქალაქე დაემატა

საჩხერის საკარანტინო სივრცეს ორი მოქალაქე დაემატა. კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ისინი სოფელ არგვეთის მცხოვრებლები არიან და საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ.

კარანტინში ამ დროისთვის 31 მოქალაქეა და თავს ყველა კარგად გრძნობს. მისივე ინფორმაციით, სიმპტომებისა და გართულებების გარეშე მიმდინარეობს ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული კორონავირუსის მქონე სამი პაციენტის მკურნალობა.