საბერძნეთში მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. 178 დაშვებული ჰოსპიტალიზებულია, ბევრ მათგანს ძლიერი დამწვრობა აქვს, მათ შორის არიან ბავშვებიც.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ათობით ადამიანი ამ ეტაპზე დაკარგულად ითვლება. მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ისინი დამწვარ სახლებს ათვალიერებენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.