საბავშვო ევროვიზიის გახსნა

საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუზე საქართველოს წარმომადგენელი გრიგოლ ყიფშიძე  9 ნომრად გამოვა. პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი დღეს თბილისში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

წითელ ხალიჩაზე, კონკურსანტებთან ერთად, 16 ქვეყნის დელეგაციამ გაიარა. ჩვენი ქვეყანა საბავშვო ევროვიზიას პირველად მასპინძლობს.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ დღევანდელ ცერემონიალს თათია კუჭუხიძე დაესწრო.