16 მაისს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ქართველი მუსიკოსის მიერ შესრულებული ესპანური ფლამენკო აჟღერდება – თბილისში გიტარისტი და კომპოზიტორი საბა იბერო ჩამოდის. ის სოლო კონცერტს ლეგენდარული პაკო დე ლუსიას ანსამბლის სოლისტ გიტარისტთან, ანტონიო სანჩესთან ერთად გამართავს. „ახალი ერა და ფლამენკო“ – ასე ჰქვია მუსიკოსის ალბომს, საიდანაც კომპოზიციები შესრულდება.
მარიკა შალიკაშვილის სიუჟეტი.