სულხან-საბას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა „ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე. შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის წევრი, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარიაც.
მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება მთაწმინდის რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა და თქვა რომ, მთაწმინდის რაიონის განვითარების პროცესი გაგრძელდება.