სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს

ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს – ასეთია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვლივიძეს პატიმრობა შეუფარდა.  სააპელაციო სასამართლომ  საქმეზე პროკურატურის სარჩელი განიხილა. 13 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დაკავებულ ქვლივიძეს რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაიჭრა.

თეონა ხუბულავა დეტალებით.