კლუბ „ბასიანის“ თანამფლობელი - ჩვენ, როგორც „ბასიანს“, არ გვიხარია ვინმეს ციხეში ჩასმა
კლუბ „ბასიანის“ თანამფლობელი - ჩვენ, როგორც „ბასიანს“, არ გვიხარია ვინმეს ციხეში ჩასმა

„ჩვენ, როგორც „ბასიანს“, არ გვიხარია ვინმეს ციხეში ჩასმა, – ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ თანამფლობელმა ზვიად გელბახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პრინციპული საკითხი იყო, რამდენად იქნებოდა მართლმსაჯულება მოწოდების სიმაღლეზე.

„მაშინ, როდესაც „ბირჟა-მაფიას“ საქმეზე იგივე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ჯგუფის წევრები, რატომ დაუშვა ამ შემთხვევაში გამონაკლისი და რატომ იყო სელექციური. კითხვას ბადებს ეს ყველაფერი. მე ის ინფორმაცია მაქვს, რომ ბრალდებულს მას შემდეგ, რაც კლუბში შესვლაზე უარი ეთქვა, აგრესიით გამოირჩეოდა, აგინებდა ყველას, მათ შორის დაცვის წევრებს“, – განაცხადა ზვიად გელბახიანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაიჭრა.