„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ კონსერვატორიაში

19-დან 26 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში მუსიკის მოყვარულებს საახალწლო ზეიმი ელით – 24-ე საერთაშორისო ფესტივალი, სახელწოდებით „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“. ფესტივალის ფარგლებში, წელს ოთხი მასშტაბური კონცერტია დაგეგმილი, რომელიც კლასიკური და არა მხოლოდ კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, პრემიერებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მუსიკოსებთან შეხვედრებს ჰპირდება.

სტუმრები: ნატა მეცხოვრიშვილი – ფესტივალ „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ორგანიზატორი; ნინო ფავლენიშვილი – პიანისტი, კონცერტმაისტერი.

ახალი დღე