სამუსიკო სემინარიას მანანა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭა

სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიას მანანა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭა. გაიმართა ღონისძიება, რომელიც სამუსიკო სემინარიისთვის, მისი დამაარსებლის, მანანა დოიჯაშვილის სახელის მინიჭებას მიეძღვნა. კონცერტში მონაწილეობა სემინარიის მოსწავლეებმა, კურსდამთავრებულებმა, სემინარიის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლმა და მოსწავლეთა გუნდმა მიიღო.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარია – თერთმეტწლედი, მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით კონსერვატორიის ბაზაზე 2010 წელს დაარსდა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.