ახლოვდება ახალი წელი და იზრდება პიროტექნიკით მიღებული დაზიანებების რიცხვიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში პიროტექნიკის არასრულწლოვნებზე რეალიზაციას კანონი არეგულირებს, მოზარდებს მაინც მიუწვდებათ ხელი სხვადასხვა ასაფეთქებელ საშუალებებზე. პიროტექნიკის გამოყენებით დაზიანებებს არა მხოლოდ მოზარდები, არამედ უფროსებიც იღებენ და სამწუხაროდ, საახალწლო დღეებს ხშირად ახლავს უსიამოვნო და მტკივნეული გაგრძელება. ხშირად საახალწლო სუფრიდან ადამიანები დამწვრობის ცენტრშიც კი ხვდებიან.
სტუმარი: გუგა ქაშიბაძე – დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი.
ახალი დღე