საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების გამო, 30 ადამიანი დაშავდა – ექვსი პირი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მათ შორის მცირეწლოვნები, ძირითადად რვა და ცხრა წლის ასაკის ბავშვები არიან.
დაზარალებულებს დამწვრობა და დაზიანებები სახისა და ხელის მიდამოებში უფიქსირდებათ. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, წინა წელთან შედარებით, ბოლო ორ დღეში მიმართვიანობამ კიდევ უფრო მოიმატა.