ბორჯომში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება გალაკონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. მსმენელის წინაშე ნინი ქარსელაძე, ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ და ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ წარდგნენ. მერაბ კოსტავას სახელობის პარკში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ბავშვების განწყობაზე თოვლის ბაბუამ და ელფებმა იზრუნეს. მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი და თემატური სივრცეები. ახალი წლის დღეები სამცხე-ჯავახეთში გრძელდება და 7 იანვარს საახალწლო ღონისძიებას დაბა ბაკურიანი უმასპინძლებს.