„ემპათიის“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება, – აცხადებს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მისი ინფორმაციით, კვლევა ამერიკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ჩატარდა. მალხაზ უთმელიძის ინფორმაციით, მითითებულია ნივთიერების ის ქვედა ზღვარი, რომელსაც ანალიზატორი იჭერს. დასკვნაში ქვედა ზღვრის მაჩვენებლის გვერდით მითითებულია არსებული შედეგი. მინიმალური ზღვარი შედარებულია შედეგთან და დასკვნა ისეთი ფორმითაა მომზადებული, რომ საქმე გვაქვს მოწამვლასთან“, − განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.