სააკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს – გამოძიება მას დანაშაულის დაფარვას ედავება. ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია სამი პირი.

დატოვე კომენტარი