სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილს „ვივამედშისიმპტომურად მკურნალობენ და ენდოკრინოლოგიის კუთხით მას არანაირი დარღვევა არ აქვს – აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრობს მკურნალობის პროცესში ჩართული ენდოკრინოლოგი სოფო მებუკე. მისივე ინფორმაცით, სააკაშვილი უარს ამბობს ახალი კონსილიუმის შექმნაზე, რეაბილიტაციაზე, სამკურნალო მასაჟებსა და ფსიქოთერაპიაზე.
დღესვე მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად იმყოფებოდა გიული ალასანია და მისი უფლებადამცველი, ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი საჭირო რაოდენობის კალორიებს ვერ იღებს, რადგან მოწამლულია.