რუსთაველის თეატრში „თბილისის ბაროკოს ფესტივალი“ გაიმართა

რუსთაველის თეატრში „თბილისის ბაროკოს ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალს ტრადიციული ხასიათი აქვს და ის ქართულ და ევროპულ საეკლესიო მუსიკას აერთიანებს. კონცერტში მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა „სახიობამ“, რომელიც მსმენელის წინაშე საეკლესიო და ხალხური ნამუშევრებით წარდგა.