თბილისის ბაროკოს ფესტივალი

ოთხი წლის შემდეგ ცნობილი ავსტრიელი მუსიკოსი ქართველი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება.

მულტიინსტრუმენტალისტი სერგეი მალოვი 2 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტზე დაუკრავს. კონცერტი სახელწოდებით „ბახი 1720 – მარტოობის 300 წელი“ თბილისის ბაროკოს ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.

თბილისი ბაროკოს ფესტივალს 10 ნოემბრიდან, 8 დეკემბრის ჩათვლით მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში საჯარო ლექციები, კონცერტები და მასტერკლასები გაიმართა. ფესტივალი კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ტარდება.