რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პროცესი წარმატებით დასრულდა
რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პროცესი წარმატებით დასრულდა. ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე სამშობლოს უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი, ასევე მეზღვაურები, ჟურნალისტები და ბლოგერები დაუბრუნდნენ.
რუსეთის მიმართულებით შესრულებული რეისის ბორტზე კი „რია ნოვოსტის“ უკრაინული ბიუროს ხელმძღვანელი იმყოფებოდა. მასთან ერთად მგზავრობდა პატიმრებს შორის ყველაზე სადავო ფიგურა, ვლადიმირ ცემახი, რომელიც 2014 წელს უკრაინაში ჩამოგდებული თვითმფრინავის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლა დასავლეთმა დადებით სიგნალად შეაფასა.
დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.