საჰაერო იერიშები უკრაინაზე გრძელდება – რუსი ოკუპანტები ამ წუთებშიც ბომბავენ სხვადასხვა ქალაქებს. ცოტა ხნის წინ აფეთქდა ლუგანსკის ოლქის სკოლა-ინტერნატი, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სასწავლებლიდან ბავშვების ევაკუაცია წინასწარ განხორციელდა. იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
სარაკეტო იერიში განხორციელდა ზაპაროჟიეზეც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რვა ადამიანი. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ჩრდილოეთით წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს და რუსს სამხედროებს უკან დაახევინეს. უკრაინელმა მებრძოლებმა ხარკოვში რამდენიმე დასახლება რუსებისგან გაათავისუფლეს.