უკრაინის საჰაერო ძალებმა გასული ღამის განმავლობაში, რუსეთიდან გამოშვებული 35 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ. რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ნიკოლაევის, სუმის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის ტერიტორიაზე, ხერსონისა და კიევის რეგიონებზე. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრაზე შეთანხმდნენ ცალკე ანგარიშის შექმნაზე, რომელზეც თანხა გაყინული რუსული აქტივებიდან გადაირიცხება. შეთანხმების მიხედვით, შემოსავალი, რომელსაც ეს გაყინული აქტივები გამოიმუშავებს, დაიბეგრება და თანხები უკრაინაში გადაირიცხება. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 21 უკრაინული თვითმფრინავი ყირიმის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კალუგისა და ტულის რეგიონებში. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, 11 დრონი განადგურდა ყირიმის თავზე, ხუთი – ბელგოროდში, სამი – ბრაიანსკში, ერთი -კალუგისა და ერთიც – ტულის რეგიონში.