გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი სარაკეტო და 53 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 40-ჯერ დაბომბეს უკრაინის სხვადასხვა დასახლება მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. როგორც მედია უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, არიან დაღუპულები და დაჭრილები, განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა. ღამის განმავლობაში რუსეთმა 23-ჯერ დაბომბა სუმის რეგიონი, დაფიქსირებულია 138 აფეთქება, რის შედეგადაც დაზიანდა სახლები, მაღაზიები. მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მედიის ინფორმაციით, უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია.