სახელმწიფო კონსერვატორიაში როიალების ფონდის განახლება იგეგმება. 2025 წლამდე დაწესებულებას 78 ინსტრუმენტი გადაეცემა. ინიციატივა კულტურის მინისტრს ეკუთვნის. უწყების მიერ მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელთან უკვე გაფორმდა რამდენიმეწლიანი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ინსტრუმენტების დეფიციტის შევსება კონსერვატორიაში ეტაპობრივად განხორციელდება.