▶ როგორ განავითარეს ბოლნისელმა ძმებმა მცირე საოჯახო მეურნეობა. რა გზა გაიარა მეღვინეების ოჯახმა ღვინის დაყენების შვაბური მეთოდიდან, ქართული ქვევრის ღვინის წარმოებამდე.
გაიგეთ რა სტიმულს აძლევს ძმებ ავქოფაშვილებს ღვინის ფესტივალებზე მოპოვებული გამარჯვება და როგორ იმკვიდრებს თავს ბოლნური ღვინო ქართულ მეღვინეობაში.
▶ რუბრიკაში #არტიშოკი ნახეთ თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხში მოწყობილი სამიარუსიანი მარანი და გაიგეთ როგორ გაგრძელდა თბილისში დაწყებული ისტორია კახეთში. გაიცანით პროფესიონალ მეღვინედ ქცეული არქიტექტორი დათო ჩიხლაძე და ახალგაზრდა მეღვინე ნიკა გოგაშვილი. ნახეთ, ღვინის დაბადება საბურთალოზე მდებარე მარანში და სიყვარულით ნაკეთები საქმის წარმატებული შედეგი.
წამყვანი: ნუცა გამცემლიძე
ფერმა