მეფრინველეობის მასშტაბური საწარმო კასპის რაიონში

▶ როგორ შეიქმნა კასპის რაიონში მეფრინველეობის მასშტაბური და კომპლექსური საწარმო, როგორ ხორციელდება წარმოების სრული ციკლი ქათმის საკვების დამზადებიდან ხორცპროდუქტების რეალიზაციამდე, როგორ გააუმჯობესა საწარმოო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვამ, რა ინვესტიცია დაჭირდა მეფრინველეობის კომპლექსის გაფართოება-განვითარებას და რა გზას გადის ქათამიც და კვერცხიც საწარმოდან დახლამდე.

▶ რუბრიკაში #არტიშოკი გაიცანით 17 წლის ბუნებაზე შეყვარებული ქალაქელი გოგონა, რომელსაც თბილისის გარეუბანში პატარა საოჯახო მეურნეობა აქვს. გაიგეთ, როგორ შეძლო სკოლის მოსწავლემ ინკუბატორის საკუთარი ხელით დამზადება, როგორ უვლის ფრინველს, რაზე ოცნებობს და როგორ გეხმარება ბუნება, თუ მას სიყვარულით ექცევი.

წამყვანი: ნუცა გამცემლიძე

ფერმა