კოვიდპანდემიის ფონზე საკუთარი მომავლის გარკვევა ამჯერად ბაზრობების წარმომადგენლებმა სცადეს. შეხვედრის მონაწილეებმა მთავრობისგან დაპირება მიიღეს, რომ ღია ბაზრობები მუშაობას 15 თებერვალს განაახლებენ. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ გახსნის პროცესი პირიქით დაჩქარდეს.
სამუშაო ნებართვის მიღების შემდეგ ბაზრობების ადმინისტრაციამ თანამშრომლები და მოვაჭრეები გეგმურად უნდა დატესტოს. სავაჭრო ცენტრების მსგავსად, შაბათ-კვირას მუშაობის უფლება არც ღია ბაზრობებს ექნებათ.