რესტორატორთა მოთხოვნა

რესტორატორთა ასოციაცია“ მოთხოვნების შესრულებას ითხოვს. კონკრეტულად შიდა სივრცეების გახსნას, „კომენდანტის საათის“ 23:00 საათამდე გადაწევას, ზამთრის კურორტების სრულად გახსნას და უქმეებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას.

ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნება.