რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა მადლიერების აქცია გამართეს
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მადლიერების აქცია. მედპერსონალი დილიდან შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შენობის დემონტაჟის შეჩერებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან და საჭირო ნაბიჯად შეაფასა. მედიკოსებმა პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში ექიმებს, პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის შეხვედრა ორი დღის წინ გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ახლის აშენებამდე არ დაინგრევა, რეორგანიზაციის პროცესი კი შეჩერდება.