„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ გადაუდებელი სამსახური მუშაობას განაახლებს
„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი ხვალიდან მუშაობას განაახლებს. პროექტით, სრულად გარემონტდა „ემერჯენსი“, რომელიც თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა. განყოფილება 12 საწოლზეა გაშლილი და მოწყობილია შოკის, მცირე და დიდი ობსერვაციის დარბაზები, ასევე ბოქსირებული პალატა. კლინიკაში განახლდა რეანიმაციაც. რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი დეპარტამენტები დღეს მედიის წარმომადგენლებს ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერებინა.