რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, დასაქმებულების პროტესტი გრძელდება. ექიმები დილიდან საავადმყოფოს ეზოში იმყოფებიან. მოთხოვნები უცვლელია – შენობის რეაბილიტაციის პარალელურად, შეუფერხებელი მუშაობის გაგრძელება და კლინიკის დირექტორის გადაყენება. სწორედ ავალიანის გამო, მეორე დღეა, საინიციატივო ჯგუფის წევრები აღარ ესწრებიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას.
ილია ღუდუშაური დღესაც მივიდა კლინიკაში, მისი თქმით, ის საავადმყოფოს უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით მართავს შეხვედრებს. რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორის, ლევან გოფოძის გუშინ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს, როგორც თავად განაცხადა, კითხვები მას რამდენიმე წლის წინ კლინიკაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესახებ დაუსვეს.