ქვეყანაში შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს. ინსპექტორთა ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ზედამხედველ უწყებებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ. სექტორული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ძირითადი აქცენტი აკრძალული ღონისძიებების ორგანიზებაზე გაკეთდება. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება. ფიზიკურ პირს 2 000-ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრება. დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება. შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო.
გარე სივრცეში, სადაც ხუთი ადამიანი იკრიბება, დღეიდან პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. მკაცრდება კონტროლი სარიტუალო თუ სადღესასწაულო სუფრების გადახდაზე კვების ობიექტებსა და დარბაზებში. ჯარიმა 10 ათასი ლარია, განმეორების შემთხვევაში კი, ობიექტი დაილუქება. ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება რეგულაციების აღსრულება ღამის კლუბებთან და კვების ობიექტებთან მიმართებით.