საქართველოს პირველი არხის საბავშვო მუსიკალური კონკურსის, „რანინას“ მესამე სეზონის გამარჯვებული სანდრა გადელია გახდა. გამარჯვებული გრანდიოზულ ფინალურ შოუზე გამოვლინდა.
სანდრა გადელია 2020 წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს. „შენ მარტო არ ხარ“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც სანდრა ევროპელი მაყურებლის წინაშე შეასრულებს. რიგით მე-18 საბავშვო ევროფესტივალი 29 ნოემბერს გაიმართება და მას უკვე მეორედ, პოლონეთი უმასპინძლებს. პოლონეთმა მასპინძლობის უფლება გასულ წელს, ზედიზედ მეორე გამარჯვებით მოიპოვა.
#რანინა სანდრა გადელია / Sandra Gadelia – „შენ გიმღერი ჩემო თბილის ქალაქო“
#რანინა სანდრა გადელია / Sandra Gadelia & The Quintessence – „ჩემი სიმღერა“ (My Song)
#რანინა – ფინალი – III სეზონი
რანინა