„რანინას“ ფინალი

12:50, 14.11.2020

საქართველოს პირველი არხის საბავშვო მუსიკალური კონკურსის, რანინას მესამე სეზონის გამარჯვებული სანდრა გადელია გახდა. გამარჯვებული გრანდიოზულ ფინალურ შოუზე გამოვლინდა.

სანდრა გადელია 2020 წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს. „შენ მარტო არ ხარ“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც სანდრა ევროპელი მაყურებლის წინაშე შეასრულებს. რიგით მე-18 საბავშვო ევროფესტივალი 29 ნოემბერს გაიმართება და მას უკვე მეორედ, პოლონეთი უმასპინძლებს. პოლონეთმა მასპინძლობის უფლება გასულ წელს, ზედიზედ მეორე გამარჯვებით მოიპოვა.

რანინა

#რანინა სანდრა გადელია / Sandra Gadelia & The Quintessence – „ჩემი სიმღერა“ (My Song)

#რანინა – ფინალი – III სეზონი

რანინა

მსგავსი