რა საკითხები განიხილეს პარიზში თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე

ტერორიზმი, რეგიონული კონფლიქტები, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო საკითხები განიხილეს პარიზში თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე. რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ევროკავშირში თურქეთის წევრობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროცესს დაბრკოლებებს უქმნიან. ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყნას შორის რამდენიმე ხელშეკრულებაც გაფორმდა.

საფრანგეთი თურქეთს „ეარბასის“ თვითმფრინავებს მიჰყიდის. მაკრონი და ერდოღანი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.