ემანუელ მაკრონი - ევროკავშირის ერთიანობა საფრთხეშია
ემანუელ მაკრონი - ევროკავშირის ერთიანობა საფრთხეშია

ემანუელ მაკრონი ევროკავშირში მოსალოდნელ დაპირისპირებაზე საუბრობს. საფრანგეთის ლიდერის თქმით, ამის მიზეზი “ბრექსითია“. როგორც ბრიტანულ “დეილი ტელეგრაფთან” კომენტარში მაკრონი ამბობს, ევროკავშირის წევრებმა უნდა შეინარჩუნონ ერთიანობა და ფოკუსირებულები იყვნენ “საერთო ინტერესებზე”.

მისივე თქმით, თუ რომელიმე ქვეყანა მხოლოდ ინდივიდუალური ინტერესებით იხელმძღვანელებს, ეს ევროპას მხოლოდ დააზარალებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მსგავსი განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმაც გააკეთა. დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებების მეორე ფაზა ევროპისთვის “ერთიანობის ტესტი” გახდება.