ქვემო ქართლის რეგიონში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მესაქონლეობის ფერმა გაიხსნა. სოფელ კუმისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა, „ნიბა 2008“ სახელმწიფოს დახმარებით აშენდა. სულ მშენებლობისათვის, ერთ მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯა.
ფერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო. ფერმა დღეში სამ ტონა რძეს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. „ნიბა 2008“-ში მუდმივად ხუთი ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება ათი ადამიანი.