მესაქონლეობის ახალი ფერმა დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის ახალი ფერმა გაიხსნა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად, ახალგაზრდა ფერმერმა, ზურაბ მასურაშვილმა 2,5 მლნ ლარი თანხის ინვესტიცია განახორციელა. აქედან მილიონ ნახევარი ლარი სახელმწიფოს მხარდაჭერა, შეღავათიანი აგროკრედიტია. ფერმაში ყოველდღიურად ოთხი ტონა ნედლი რძე იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. მეურნეობაში 10 ადგილობრივია დასაქმებული.