ქურდობის ბრალდებით წალკაში სამი ახალგაზრდა დააკავეს

სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით წალკაში სამი ახალგაზრდა დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარაბდა-კარწახის რკინიგზის სადგურ „ნინოწმინდაში“, გაჩერებული დრეზინიდან სპილენძის საკონტაქტო სადენები მოიპარეს, რითაც კომპანიას 4 324 ლარის ზარალი მიაყენეს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე, წალკის გასასვლელთან დააკავეს.

პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც დაკავებულები გადაადგილდებოდნენ, ნაქურდალი სადენები ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.