თურქეთში ქართველი მაშველების ახალი ჯგუფები წავიდნენ. მათ შეცვალეს ის ბრიგადები, რომლებიც ამ დრომდე ადგილზე მუშაობდნენ. ქალაქ ადიამანში გამგზავრებამდე მაშველები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თურქეთის კონსულთან და ბათუმის მერთან ერთად გააცილა. ასევე დაათვალიერეს თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი, რომელიც ბათუმშია გახსნილი.