„ქართული სახვითი ხელოვნება აბრეშუმზე“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საპარტნიორო ფონდის, „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულია. ახალი სტარტაპი სახელწოდებით „თუთა“ ნატურალური აბრეშუმის ქსოვილზე ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშების გადატანას გულისხმობს. სტარტაპის ფარგლებში იქმნება სხვადასხვა აქსესუარის კოლექცია და მზადდება ინტერიერის სხვადასხვა ელემენტიც. პროექტის ავტორის თქმით, სტარტაპის მიზანია, მხატვრებს ხელი შეუწყოს საკუთარი თავის რეალიზებაში და აღადგინოს აბრეშუმის წარმოების ტრადიცია. „სტარტაპ საქართველომ“ აღნიშნული პროექტი 99 000 ლარით დააფინანსა.