„ქართული ოცნების“ ვიზიტი ჩინეთში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ჩინეთში მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტს შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა ჩინეთთან კარგია, თუმცა, ამ შეხვედრებმა შესაძლოა მეგობარ სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობები დააზიანოს. ხელისუფლებაში კი განმარტავენ, რომ მსგავსი ტიპის ვიზიტები ქართული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.