„ქართული ოცნების“ ლიდერების ვიზიტი ჩინეთში – შეხვედრები დილიდან მიმდინარეობს. ქართული დელეგაცია ჩინეთში ქვეყნის მმართველი პარტიის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის მთავარი მიზანი იმ სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის უკვე არსებობს.
პარტიის ლიდერები შეხვედრებს მართავენ ჩინეთის მმართველი პარტიისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით ჩინეთიდან.