ქართული ღვინისა და რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, საფრანგეთში ღონისძიება გაიმართა. ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები თანმდევი გახდება ყველა იმ მსხვილი საერთაშორისო ტურნირებისთვის, სადაც ქართველი „ბორჯღალოსნები“ მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებას, რომელზეც სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს, იმყოფებოდნენ მსოფლიო რაგბის, საფრანგეთის სარაგბო ფედერაციის, ფიჯის სარაგბო გაერთიანების, საქართველოს რაგბის კავშირის, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლები, ასევე ქართველი ვეტერანი მორაგბეები.