ქართული ღვინის რიგით მეექვსე ფორუმი გაიმართა ამერიკაში. ორდღიანი პროგრამა მოიცავდა კონფერენციას, ოსტინისა და ჰუსტონის უნივერსიტეტებში. განხილული იყო ქართული ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, მისი მარკეტინგული პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე, თანამედროვე ინდუსტრიის მდგომარეობა, აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის ეტაპები და გლობალური ბაზრის მდგომარეობა. კონფერენციის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.